Digest Logo

„რაც დავიბადე არასოდეს მარტო არ ვარ, ყოველთვის რიგითი ვარ, არასოდეს არ გავხლეჩილვარ“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1699598684
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც თავად წერს, მიხვდა, რომ მისი ადამიანური ძალა და გონი სიყვარულში, ერთგულებაში და სულიერ თავისუფლებაში მდგომარეობს.

„თქვენ არა... ჩემ თავს ვესაუბრე.

გააზრებულად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანური ძალა და გონი, სიყვარულში, ერთგულებაში და სულიერ თავისუფლებაში მდგომარეობს.

მე შემიძლია ყველა რეალობას ჩავხედო თვალებში, მათ შორის დამცირებას, ღალატს და სიკვდილს.
მიუხედავად ყველაფრისა, მე შემიძლია, მაინც ბედნიერი და თავისუფალი ვიყო, რადგან მიყვარს ღმერთი, მიყვარს სიცოცხლე და მიყვარს ადამიანთა მოდგმა.

ჩემი დარდი და სევდა, დამსახურებული თუ დაუმსახურებელი, წვიმას ჰგავს, წვიმას, რომელიც მიწას ანოყიერებს, რომ დედამიწა აცოცხლოს, ბუნებამ გაიხაროს სარჩო მოგვცეს და დაგვაპუროს. ყველაფერი ჰქონდა და მაინც არაფერი არ ჰქონდა.

მდიდარი იყო, მაგრამ მაინც ღარიბი. ყველაფერი იცოდა და მაინც არაფერი იცოდა. ესმოდა, მაგრამ ყრუ იყო.
ყველაფერს ხედავდა და ბრმა იყო.

აბა თუ იცი, რატომ ჭამს ადამიანი იმას, რაც არ შეიძლება. რატომ სვამს იმას, რაც სიკვდილს მოუსწრაფებს.
რატომ აკეთებს იმას, რაც მიუღებელია. რატომ ამბობს იმას, რასაც არავინ გაიგონებს.

იმაზე მკაცრია ადამიანთა მოდგმა საკუთარი თავის მიმართ, ვიდრე შენ გგონია. ასე თქვა ისტორიამ, თუ ყურადღებით ჩაეძიები.

ბევრი მასწავლებელი მყავდა, რომლებიც მასწავლიდნენ, როგორ უნდა მეცხოვრა სწორად, მასწავლიდნენ მაღალ ზნეობრივ ყოფას, მეც თვალებგაფართოებული ვუსმენდი და ვფიქრობდი, მეც მათნაირად მაღალ იდეალებს შევეწირებოდი.

მართლები იყვნენ, თუმცა გვიან მივხვდი, რომ ისინი თავისუფლები არ იყვნენ შინაგანად, მაგრამ იბრძოდნენ სხვების თავისუფლებისთვის.

ისინი ყველანი გარდაცვლილები არიან და არ იციან დღეს რა ყოფაა. თუ არ დაიბადე და შინაგანად არ ხარ თავისუფალი, თავისუფლებას ვერ ასწავლი სხვას.

იცი, რატომ ხარჯავ უამრავ დროს უაზრო მსჯელობაში?
- არ იცი. თუ იცი, ცდები.
არ იფიქრო მარტო შენ ცდები.
მეც ვცდები.
ვისთვის და რისთვის გინდა წარმოჩნდე, თავი დაიმკვიდრო და პირველი იყო?
- არ იცი. თუ იცი, ცდები.

მართლები და მტყუანები, კეთილები და ბოროტები, განათლებულები და გაუნათლებლები, პოპულარულები და უცნობები, მორწმუნენი და ურწმუნონი, თავისუფლები და მონები, ღარიბები და მდიდრები, პოზიცია და ოპოზიცია, ყველა ჩვენგანი დავტოვებთ ამ განზომილებას და გადავალთ სხვაგან, იმიერში.

და გადასვლის წინ, ყველა ერთი და იმავეს გავიფიქრებთ...

რაც დავიბადე არასოდეს მარტო არ ვარ. ყოველთვის რიგითი ვარ, არასოდეს არ გავხლეჩილვარ.
ყოველთვის ერთი ვარ, და არა პირველი“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე ვთქვი კი“ - რა ფოტოს აქვეყნებს ცისანა სეფიაშვილი

🔵„გილოცავ, დედუ“ - როგორ მიულოცა შორენა ბეგაშვილმა შვილს დაბადების დღე

🔵 🎥 „ამას პირველად ვყვები: დედას სულ ნაირ-ნაირი ქამრები ჰქონდა ჩემს საცემად“ - თამარ ივერის სკანდალური აღიარება