
2019 წლის 21 იანვარს „ტვ პირველის“ წამყვანი ლევან ჩხაიძე სამსახურებრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა. დღეს მისი დაბადების დღეა, რის გამოც მისმა კოლეგამ ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა და მეგობარი გაიხსენა.
„რაც ის წავიდა, სიტყვით ვერ გადმოვცემ როგორ გაჭირდა და როგორ გაუფერულდა ყველაფერი.
რაც ის წავიდა, ვეღარავინ ამოავსო უზარმაზარი სიცარიელე, რომელიც გაჩნდა… ღრმა და უკიდეგანო სიცარიელე.
რაც ის წავიდა, ვეღარსად ვიპოვე მეგობარი, ისეთი ტკბილი, ისეთი სანდო და საიმედო, როგორიც თავად იყო…. ხანდახან მართლა მგონია დამესიზმრა, თორემ ეგეთი მეგობარი სხვა არც არასდროს მყოლია, არც მანამდე და არც მერე.
დაბადების დღეს გილოცავ, ჯაკო! მაინც მგონია, რომ სადღაც შორეულ მოგზაურობაში ხარ და ჩამოხვალ, დამირეკავ.
შენს დღეს გილოცავ, ჯაკო. ხო, ამასაც დავწერ - რაც ის წავიდა,სიკვდილის საერთოდ აღარ მეშინია, საერთოდ!!“, - წერს ინგა გრიგოლია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ