Digest Logo

„მოეშვით მკრეხელურ აზრებს, რა აზრიც არც ბიბლიაში არ თქმულა და არცერთ წმინდა მამას უთქვამს აქ ნუ წერთ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1744031626
გიორგი ლობჯანიძე

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს.

ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ყველას გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს!

ხარება - დიდი საუფლო დღესასწაული. ამ დღეს, ღვთისმშობელს და ამავდროულად, მთელ კაცობრიობას, ეუწყა „მესიის“ განკაცება მთავარანგელოზ გაბრიელის ენით და ეს დღესასწაული არის ნიშანი იმისა, რომ ღმერთმა ვერ გაიმეტა ადამიანი საბოლოო წარწყმედისათვის.

ქრისტეს შობამდე, ჯერ კიდევ, დაახლოებით - 800 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ესაია წინასწარმეტყველმა ეს მოვლენები. მოღვაწეობა მან დაიწყო ძვ.წ. 759 წელს მეფე ოზიას ხანაში. გარკვევით ამბობს: „აჰა ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ“. რაც თანამედროვე ქართულით ნიშნავს, რომ „ჩვენთან არს ღმერთი!“.

ეს იმდენად სასიხარულო დღეა, რომ ხარობს ცა და მიწა.

მოგეხსენებათ, ძველი აღთქმის ცხოვრების წლებში, ქრისტეს განკაცებამდე ყველა ადამიანის სული, რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო ზეცის საუფლომდე ვერ მიდიოდა, ხოლო ამ მოვლენით კვლავ გაეღო კარი ადამს და მის მოდგმას რომ ავიდნენ მაღლა და დაიმკვიდრონ ადგილი.

მხოლოდ ქრისტიანულ კულტურაშია სამსახოვანი ღმერთი განკაცებული, არა მითოლოგიურად ან ფილოსოფიურად, არამედ, ხილულად, რომლის მოვლინებაც, ასევე ნიშანია მარადიული სიცოცხლის დაწყებისა. სწორედ მისი დაბადებით დაედო საფუძველი მომდევნო 2000 წლიან ისტორიას და ზოგადად დაუსრულებელ არსებობას ღვთიურ წიაღში!

გილოცავთ! გვეხაროს ერთმანეთით და გვეპოვოს ღმერთი ჩვენს გულებში!

პ.ს. აქვე, არ შემიძლია რომ არ დავწერო: „სექტანტური აზრია წინა ხაზზე გამოსული ღვთისმშობლის შესახებ, როგორ მოხდა ჩასახვა ასე უბიწოდო“.

ამიტომ მოვიყვანე ესაია წინასწარმეტყველის მაგალითი პოსტში და ძველი აღთქმა მაინც წაიკითხეთ და გადახედეთ წყაროებს, სადაც ნათლად ჩანს მისი უბიწობის შესახებ. 

„აჰა ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ“.

რაც თანამედროვე ქართულით ნიშნავს, რომ „ჩვენთან არს ღმერთი!“.

ამიტომ, მოეშვით მკრეხელურ აზრებს და რა აზრიც არც ბიბლიაში არ თქმულა და არც ბიბლიის გაგრძელების მერეც არცერთ წმინდა მამას არ უთქვამს, აქ ნუ წერთ თქვენი ურწმუნობის აზრებს, მოსმენაც არ უყვართ, სამწუხაროდ და ისე როგორ ხდება, რომ ყველა თქვენ გატყუებთ და ყველაფერი გაყალბებულია, საინტერესოა ...

კიდევ ერთხელ გილოცავთ! მრავალს დაესწარით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

🎥 „მადლობა ამსტერდამს დაუვიწყარი მოგონებებისთვის“ - რა კადრებს აქვეყნებს მარიამ შენგელია

⭕„ეს არის გლობალური და პოზიტიური ცვლილებების დრო ბიზნესში“ - აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან