ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ვთქვათ, გვიანი საღამოა,
და მოხდა ისე, რომ თბილისიდან სვანეთში გიწევს წასვლა,
მარტო,
მანქანით.
ღამეა,
დაღლილი ხარ,
არ გიძინია – მაგრამ აუცილებლად წასასვლელი ხარ...
თუ მორწმუნე ხარ, ღმერთს ხომ შეევედრები?! -„უფალო, მშვიდობთ მატარე, გევედრები“,
პირჯვარს გამოისახავ,
დაქოქავ და წახვალ.
და რაც უფრო ღრმად მორწმუნე ხარ,
უფრო მეტად მიანდობ შენს სიცოცხლეს, შენს უსაფრთხოებას სიბლენეში, დაღლილზე და ასე შორ მანძილზე უფალს.
რაც მეტად მორწმუნე ხარ – მით მეტად მიანდობ,
და თუ ნამდვილი მორწმუნე ხარ – ბოლომდე მიანდობ.
მაგრამ,
ეს შენ ხელს შეგიშლის, რომ სწორად მართო და მობილიზებული იყო საჭესთან?!
ეს ხელს შეგიშლის, რომ თუ ნახე რომ ძალიან გეძინება, გააჩერო მანქანა და ცოტა ხნით დაიძინო?!
ანუ რაციონალურ ქმედებებში ხელს შეგიშლის რწმენა?!
ხედავთ?! – ორივე ერთდროულად არსებობს:
რწმენა, თავის იმედით და რაციონალური ხედვა ამ ყოფით მოვლენაში, ყოფით სიტუაციაში.
აი, როგორც ეს ორი არ უშლის ერთმანეთს ხელს – ისე არ უშლის ამქვეყნიური რეალობები(კარგი თუ ცუდი) ჩემს ღმერთთან მყოფობის სიხარულს ხელს,
ეს არის ის, რომ ადამიანში იმარჯვებს სულიერი ცხოვრება
და ღმერთის რეალობის განცდა ჩვენში“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში
⭕როგორ ავარჩიოთ კარგი საზამთრო და შევამოწმოთ მასში ნიტრატების შემცველობა - ეს უნდა იცოდეთ!