მუსიკოსი აჩიკო გულედანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილის, მარიამ გულედანის მიმართ დაწერილ კრიტიკულ კომენტარებს ეხმაურება.
„ერთი ამბავი აგიტეხავს, შულო ))
სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი:
კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც "სხვა რას იფიქრებს" მაგის, რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე.
მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის რასაც ფიქრობ
არ არის მარტივი ეგ, მაგრამ „ჩვენ“ რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.
მოკლედ, შენ გზაზე იარე მამუს, ისეც და ასეც სულ შენთან ვარ ან ასტამით, ან ასტამზე“,- წერს აჩიკო გულედანი.
შეგახსენებთ, რომ მარიამ გულედანის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას - „მომეწონა „აბო“ და „შუშანიკი“, მაგრამ „გრიგოლ ხანძთელის“ წაკითხვაზე რა დროც დავკარგე მინდა, რომ ვინმემ დამიბრუნოს“, - საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ის არის ის, ვისაც ყოველდღე ბედნიერება მოაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი
⭕„გრიგოლ ხანძთელის“ მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“ - მარიამ გულედანი