„მომეწონა „აბო“ და „შუშანიკი“, მაგრამ „გრიგოლ ხანძთელის“ წაკითხვაზე რა დროც დავკარგე მინდა, რომ ვინმემ დამიბრუნოს“, - ამის შესახებ მუსიკოს აჩიკო გულედანის შვილმა მარიამ გულედანმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, „გრიგოლ ხანძთელის“ წაკითხვა არავის არაფერში სჭირდება და არც გამოაგდებდა.
„შეგიძლია ეს ყველაფერი ისტორიაში ისწავლო 2 პარაგრაფში, და არ წაიკითხო ამხელა რამ.
მე „გრიგოლ ხანძთელის“ ლიტერატურულ ღირებულებას ვერ ვხედავ, ეგ არის ისტორიულად საინტერესო.
უბრალოდ მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“, - ამბობს მარიამ გულედიანი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „შენი დამსახურებაა, რომ მე ასეთი ლაღი ვარ“ - აჩიკო სოლოღაშვილის ემოციური მიმართვა დედას