Digest Logo

„რეტროში“ მომხდარ ინციდენტთან მე „გია აგირბას“ არანაირი კავშირი არ მაქვს. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან“- რას წერს რესტორნის მზარეული?

1685943153
მზარეული

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარია ზოიძე ფეისბუკ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ რესტორან „რეტროს“ მფლობელი ერთ-ერთ მიმტანს ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ცნობილი მზარეული გია აგირბა აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

„მეგობრებო!!! რეტროში მომხდარ ინციდენტთან მე "გია აგირბას"არანაირი კავშირი არ მაქვს. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან. მე ვარ მზარეული და პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რაც მე მევალება, ხაჭაპურის გამოცხობა და ხარისხი. რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა, ყველაფერი გაირკვევა. მე ადგილზე არ ვიმყოფებოდი, თორემ ნამდვილად არ დაუშვებდი მსგავს შემთხვევას“,- წერს გია აგირბა.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ბოლო თვეებია, სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის “ - სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება

🔵„თუ ვინმე საკუთარ თავზე აიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მომწერეთ“ – რას წერს თინა ჯამბურია? 

🔵„პატრონი გულის უმძიმესი პრობლემებით საავადმყოფოშია“ - ჩუქდება ქართული ნაგაზი