ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩემია შურისგება და მე მივაგო...“
როდესაც ადამიანი უსამართლოდ გექცევა, აშკარად,
აშკარად ბოროტებას ჩადის,
— რამდენად შეგიძლია, რომ დაუთმო უფალს?!
— რამდენად შეგიძლია მიუტევო მას ეს საზრუნავი და მან გადაწყვიტოს, როგორც მას უნდა, ისე გასრულდეს ეს საკითხი?!
რამდენად შეგიძლია შენ ამის გაკეთება?!
რამდენად შეგიძლია არ აბობოქრდე და არ გაუსწრო ღვთის განგებულებას?!
ღვთის ჩარევას?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.