Digest Logo

🎥 „როდესაც შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ეს ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი და დასაგმობია!“ - იუმორისტების ერთობლივი განცხადება

1716530174
ირაკლი კობახიძე

იუმორისტული ჯგუფი „სულგუგუნი“ სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს და  მუქარის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

იუმორისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე განხორციელებული მუქარა საჯაროდ დაგმეს.

„გვინდა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რადგან ძალიან დაძაბული მდგომარეობაა.

ალბათ ყველამ ნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და ამ პოსტის ქვეშ უამრავი ადამიანი ამაზე იცინის. 

ჩვენი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხარ, ან მხარდამჭერი, ეს ფაქტი ყოველგვარ პოლიტიკურ, ადამიანურ და მორალურ ფარგლებს სცდება. 

როდესაც შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ეს ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი და დასაგმობია! ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ ფაქტს“, - ამბობენ გავრცელებულ ვიდეოში.

 

@sulguguni

დაუშვებელია ყველაფერზე ღლიცინი!!!!

♬ original sound - სულგუგუნი⭐️

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ხვიჩა კვარაცხელია ცოლთან ერთად ამალფის სანაპიროზე ისვენებს (ფოტოები)

გაფრთხილება! - 24 მაისიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

🎥 გამოფენა კორპუსის ლიფტში და სადარბაზოში - გაიცანით, ცოტნე ალბუთაშვილი