Digest Logo

როგორ აღნიშნა ჯანეტ ქერდიყოშვილის მამამ 65 წლის იუბილე - კადრები წვეულებიდან

1758356850
ჯანეტ ქერდიყოშვილი

მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის მამას დაბადების დღე ჰქონდა, ჯემალ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი 65 წლის გახდა.

საიუბილეო წვეულება სულაბერიძეების ოჯახთან ერთად გაიმართა. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს ნოე სულაბერიძის პირველი შვილის დაბადების დღეც იყო.

საიუბილეო  წვეულებიდან კადრებს სოციალურ ქსელში მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი გვიზიარებს. 

გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ჯემალ ქერდიყოშვილს ლომის გამოსახულების დიდი ტორტი მიუტანეს.

„გილოცავ მამიკო დაბადების დღეს, უზომოდ გვიყვარხარ“,  - წერს ჯანეტი.

ცნობისთვის, ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც.

წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.

ჯანეტის დედა, ემა ხაჟომი შესანიშნავ ფორმაშია, შეიძლება ითქვას, რომ სილამაზით შვილს ტოლს არ უდებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

სალომე ღვინიაშვილის ფოტოები განსხვავებული ფოტოსესიიდან და მოდელის დახვეწილი ლუქი

„ქართველი კაცი ხარ...“ - მარიამ ელიაშვილი უსაყვარლესი შვილის ფოტოს გვიზიარებს

„მომხიბვლელი, ეშხიანი, შეუდარებელი“ - თათა გიორგობიანის ახალ ფოტოებს დადებითი შეფასებები მოჰყვა