იტალიაში ქართველი ემიგრანტი ციცინო ვახტანგაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ და ემოციური პოსტით ემშვიდობებიან.
„იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ციცინო ვახტანგაძე გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს“, - წერს გიორგი ბოკუჩავა.
„როგორ არ მინდა დავიჯერო მეგობარო შენი გარდაცვალება. ციცინო ვახტანგაძე, ნუთუ ასე უნდა დაგესრულებია ამდენი წლის ემიგრანტობა, ნუთუ იტალიაში უნდა დაგეტოვებია შენი ალალი და კეთილი სული.
ძალიან გული გვატკინე ყველას, მჯერა სამოთხის კარებს გაგიღებს უფალი და შენს უბოროტო სულს ნათელი არ მოაკლდება.
შეხვედრამდე, მეგობარო“, - წერს ნანული ლურსმანაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც ვირჩევდი, საჭმელი მეყიდა, თუ ღვინო“ - დემნა გვასალია
🎥 „მიყვარს სამართლიანი კონკურსები...“ - ნინი შერმადინი თედო ბექაურს გამარჯვებას ულოცავს