მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძის ქალიშვილი ელი იუბილარია - იგი 5 წლის გახდა.
ანა შელია ქალიშვილის დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გატარებულ წლებს სიყვარულით და მადლიერებით იხსენებს.
„ელი, დე.
გილოცავ დაბადების დღეს.
როცა თვეებისას ღამეებს ვათენებდი, ვფიქრობდი - ნეტავ როდის გახდებოდი 5 წლის…
ვერც კი მივხვდი, როგორ გაფრინდა ეს დრო, შენ ხარ ჩემი პატარა მეგობარი და მინდა სულ ასეთი მხიარული, კეთილი და მზრუნველი იყო“, - წერს ანა შელია.
ცნობისთვის, ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. მათი სიყვარული 7 წელს ითვლის და ისინი ორ უსაყვარლეს შვილს ზრდიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ანათებ და აკაშკაშებ ყველაფერს...“ - თაკო ჩხეიძის საშემოდგომო სტილი გამომწერების ყურადღებას იპყრობს