მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მოგზაურობს და საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ამჯერად იტალიაში იმყოფება, საიდანც გამომწერებს კადრებს უზიარებს.
იგი იტალიაში მეუღლესთან ერთად მოგზაურობს. კადრებში ჩანს, რომ მოდელმა „ჰერმესის“ კიდევ ერთი ჩანთა შეიძინა:
„როგორ გიხდებათ ასე თმები, საოცრად ლამაზი ხარ“.
„შენი სილამაზე და ცხოვრება ერთნაირად ზღაპრულია 🩷“.
„იბრწყინე ბედნიწრებისგან💜“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.
იგი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა დანიშნული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები