Digest Logo

„როგორ მივედით იქამდე, რომ შენთვის სულ ერთი ხდება რას განიცდის დედა, რომელსაც შვილი უკვდება… ან ის შვილები მამას, რომ კარგავენ“ - რას წერს ჟურნალისტი

1761713514
ჟურნალისტი თათია ზუხბაია

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი თათია ზუხბაია, რომელიც მას იხსენებს და საზოგადოებას მიმართავს:

„როგორ მივედით იქამდე, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე მძიმე და შემზარავი, სოციუმის დამოკიდებულებაა?!
როგორ მივედით იქამდე, რომ შენთვის სულ ერთი ხდება რას განიცდის დედა, რომელსაც შვილი უკვდება… ან ის შვილები მამას, რომ კარგავენ..

მე ისიც მესმის, რომ სხვა დედის ტკივილი აღარ გტკივა, რადგან შენ თვითონაც დაიღალე შენი ტკივილით..
სხვისი შვილების ტირილი აღარ გესმის, რადგან, შეიძლება შენმა შვილებმაც იტირეს..
მე ეს მესმის..

მაგრამ, სხვა ადამიანის გარდაცვალება რომ შენი გამარჯვებაა. ვინ ხარ შენ ამ დროს? რა დაიტოვე შენში ადამიანური?

როგორ გამოიყურები სარკეში, როცა გიხარია გარდაცვალება? მეგონა იმ გზას, გავდიოდით განსხვავებული შეხედულებების გამო, ერთმანეთის სიცოცხლე, რომ შევიძულეთ… მაგრამ ამას არ დავჯერდით .. ერთმანეთის სიკვდილი შეგვყვარებია.

სიკვდილი გვინდა…
სიკვდილს ვეძახით…
და ეს სიკვდილიც აღარ მიდის ჩვენგან. რადგან სიკვდილმაც იცის, რომ გვიხარია..

დაობლებული შვილების, შვილ მკვდარი დედის, დაქვრივებული ცოლის და საერთოდ სხვის ტკივილებზე ჩვენი სიმშვიდე არასოდეს დაშენდება!

არავის აქვს ვალდებულება, უყვარდეს, მოეწონოს ან გაიმეოროს სხვისი აზრი. ამ შეშლილ სამყაროში სიძულვილიც მივიღეთ..

მაგრამ ან სიძულვილსაც აქვს საზღვარი. და ამ საზღვრის კიდესთან შენი განულებული ემპათია, ყველაზე მეტად შენზე მეტყველებს, არა იმაზე ვისზეც გაბრაზდი… მე არ ჩამოვთვლი იმ სიკეთეებს მის გულს რომ უკეთებია, თქვენამდეც მოვა .. ვინმე აუცილებლად მოიტანს…

რისთვისაც არ უნდა მიეღწია, შეეძლო ყველაფერზე ეთქვა უარი და პირველივე შესაძლებლობაზე დაბრუნებულიყო უკან სოხუმში. ცარიელი ხელებით, ახალი ცხოვრების დასაწყებად..
ახლაც აქ ხარ ბასლა??? …. მიყვარხარ !
მართლა მიყვარხარ!“, - წერს თათია ზუხბაია. 

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ, რომელიც 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება 29 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო...“ - ბერა ივანიშვილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე