ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როგორც არ უნდა ვმოქმედებდეთ,
ჩვენი გული, სულ, ყოველთვის — მიმართული უნდა იყოს ქრისტესაკენ.
აი, კომპასს რომ აიღებ,
როგორც არ უნდა ატრიალო კომპასი, ისარი სულ, ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული,
როგორც არ უნდა ატრიალო...
როგორ ყირაზეც არ უნდა დაგვაყენოს ცხოვრებამ,
რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდე,
რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე,
რა სოციალურ ფენასაც არ უნდა ეკუთვნოდე,
რა ცხოვრების წესიც არ უნდა გქონდეს,
გინდ ერისკაცი იყავი, გინდ მონაზონი იყავი,
გინდ სასულიერო პირი იყავი, გინდ მინისტრი იყავი,
გინდ უბრალო, გლახაკი იყავი,
ვინც გინდა იყავი,
სულერთია...
გინდ გტკიოდეს, გინდ არ გტკიოდეს,
გინდ გშიოდეს, გინდ არ გშიოდეს,
გინდ ავად იყო, გინდ ჯანმრთელი იყო,
გინდ მოხუცი იყო, გინდ ახალგაზრდა,
სულერთია...
აი, ის კომპასი, სულ — ყოველთვის ქრისტესკენ აჩვენებს.
იმიტომ, რომ ზუსტად იცი,
მთელი შენი არსებით,
ყოველმა შენმა უჯრედმა იცის, რომ ის არის ღმერთი, რომელიც შენთან მოვიდა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 5 კითხვა საკუთარ თავთან: ხარ თუ არა ფარული მანიპულაციის მსხვერპლი?
🎥 ნუცა ბუზალაძემ ახალი სიმღერა „LaLa” ჩაწერა
⭕ლაშა ბექაური ბათუმში ისვენებს - „ვფიქრობთ, სამუდამოდ დაგიტოვოთ“