პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რძალი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ახალ, ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„როგორი დიდებული და მშვენიერი ოჯახია“.
„ულამაზესი ოჯახი“.
„იხარეთ და იბედნიერეთ, მრავალჟამიერ!“, - წერენ კომენტარებში.
ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის წლებია კარგად ნაცნობი სახეა. ის 2018 წელს ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა და მას შემდეგ წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ნანუკა და ბერა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან და გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც ყოველდღიურ, ისე განსაკუთრებულ ოჯახურ მომენტებს. ბერას და ნანუკას პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕4 გამორჩეული ადგილი საქართველოში, სადაც შეგიძლია დაუვიწყარი ზაფხული გაატარო