ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს საზოგადოებას რეკომენდაციებს.
ამჯერად იგი გამომწერებს მორიგ ვიდეოს უზიარებს, სადაც თვალის ქავილზე საუბრობს:
„თუ თვალი გექავებათ, არასდროს მოისრისოთ იმიტომ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული გართულება.
როცა თვალი გექავებათ და სრესთ, ამ ზეწოლის შედეგად, ხახუნის ფონზე კოლაგენის ბოჭკოები, რაც რქოვანაშია, ზიანდება. როდესაც ეს ბოჭკოები ზიანდება, რქოვანა უკვე წინ გამოიზნიქება, მისი ფორმა იცვლება და ვითარდება კერატოკონუსი.
ამას ადამიანი ამჩნევს იმით, რომ თუ აქამდე სათვალეს იყენებდა, ახლა აღარ ერგება, თუ ლინზებს იყენებდა, აღარ შველის, თუ არც სათვალეს იყენებდა და არც ლინზებს, მხედველობა უქვეითდება“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕4 გამორჩეული ადგილი საქართველოში, სადაც შეგიძლია დაუვიწყარი ზაფხული გაატარო