13 სექტემბერს, 55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე 16 სექტემბერს დაკრძალეს.
მას დაახლოებით 9 თვის წინ ინფარქტი განუვითარდა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდება.
მსახიობის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და მას სოციალურ ქსელში მეგობარი სანდრო ელოშვილი კიდევ ერთხელ გამოემშვიდობა.
„40 დღე გავიდა... არ ვიცი რომელი დღე რას ნიშნავს, არც მაინტერესებს... მარტო ის ვიცი, რომ როგორც პორტიდან გასული გემი შენ ჰორიზონტს ცდები და ჩვენ ვდგავართ ნაპირთან და ეს ის გემია, რომ აღარ მოცურდება... მაგრამ ჩვენ მოვალთ... მოვალთ აბა სად წავალთ?! ასე თუ გაქრება, ასე თუ მორჩება ეს ყველაფერი, უაზრობა ყოფილა...
ზუსტად ისეთი დიდი ტკივილი ხარ, რამდენადაც დიდი იყავი... ტანად არა! გულად, სულად და ცხვირად!
ბერიკიტო... უხ! გრძელდება ბიჭო ცხოვრება... ცოტა უშენოდ და ცოტა შენით...
დებილობაა რა! დიდი სუფრაა, შენი ორმოცი, შენ გგლოვობთ სერიოზული სახეებით და აქ უნდა იყო !
როგორ დაგვცინებდი?“, - წერს სანდრო ელოშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნუკი კოშკელიშვილის საშემოდგომო ლუქი - ტელეწამყვანი არაჩვეულებრივ ფორმაშია
🎥 ორსული ლიზა ჩიჩუა საცურაო აუზიდან კადრებს გვიზიარებს - „ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო აქტივობაა“