საკალათბურთო კლუბი „ბასტიონის“ მწვრთნელი როლანდ გელოვანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ როლანდ გელოვანის გარდაცვალების გამო!
ბატონი როლანდი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებოდა ქართული კალათბურთის განვითარებას. იგი 1968 წელს საქართველოს ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის საკავშირო კატეგორიის მსაჯი, დამსახურებული მწვრთნელი, 1997 წელს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და სუპერლიგის კომისარი გახლდათ.
ფედერაციის სახელით კიდევ ვუსამძიმრებთ ბატონი როლანდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - წერია სამძიმრის წერილში.