Digest Logo

„როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ!!!“ - ზურა შევარდნაძე

1673798548
ზურა შევარდნაძე

ფილმში „მაჰარაჯას მებაღე“, რომელსაც ბრიტანელები იღებენ, მთავარ როლზე ქართველი მებაღე ზურა შევარდნაძე დაამტკიცეს. ამის შესახებ ბოტანიკოსმა ინფორმაცია თავად გაავრცელა და მის გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ დამატებით დეტალებსა და ემოციებზე მომავალში აუცილებლად დაწერს.

„როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ!!!

მამშვიდებენ რომ შევძლებ, რა გამოვა ამ ამბისგან არ ვიცი, ერთს კი ზუსტად ვხედავ, ვარ წარმოუდგენელ სილამაზეში, გავიცანი და დავუმეგობრდი საოცრად საინტერესო ადამიანებს, პროფესიონალებს, ნამდვილ ჯადოქრებს.

ახალ გაჩენილ მეგობრებზე, ნამდვილ მაჰარაჯაზე მის სასახლეზე და დაუჯერებელ ცხოვრებაზე აუცილებლად მოგიყვებით.

სიხარული და საინტერესო დღეები დაგვებედოს!!!“ - წერს ზურა შევარდნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანი ბრეგვაძის ემოციური პოსტი ბუბა კიკაბიძეს

🔵„ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ ასწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად - რუსეთის დედაო! ამით დაასრულა“ - გიორგი ჩალაძე

🔵„ჩვენი ბუბა აღარ გვყავს! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს!“ - ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ცნობილები ეხმაინებიან