15 იანვარს მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალება თავზარდამცემი აღმოჩნდა მთელი საქართველოსთვის. ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
გთავაზობთ ცნობილების კომენტარებს, რომლებმაც პოსტი კიკაბიძის დაღუპვის შემდეგ სოციალურ ქსელში განათავსეს:
„ეპოქა, ლეგენდა, ყველა დროის უდიდესი ქართველი წავიდა“ - სოფო ნიჟარაძე.
„ბოლოს კლინიკაში რომ მოხვდა მაშინ ვნახე. ფაქტობრივად გათიშული შეაღვიძეს. ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ ასწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად - რუსეთის დედაო! ამით დაასრულა. კაცი იყო ბუბა“ - გიორგი ჩალაძე.
„მჯერა ასეთები არ კვდებიან“, - ბიძინა კულუმბეგოვი.
„მთელი ქვეყანა აატირა ბუბას გარდაცვალებამ. ყველასათვის საყვარელი, არაჩვეულებრივი პიროვნება, დიდი პატრიოტი და პროფესიონალი... მთელს ქვეყანას დააკლდება ბუბას ღიმილი, ხმა ნათელში იყოს მისი სული“, - რუსუდან სებისკვერაძე.
„ბუბა კიკაბიძე წავიდა. ხატოვნად და იმედიანად თქმაც შეიძლება - დიდ ავიაციაში დაბრუნდა. სხვა რომ არაფერი ექნა, მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს.
მშვიდად იფრინოს“, - დავით გორგილაძე.
„მშვიდობით ლეგენდა“, - ხატია სიჭინავა.
„ბუბა - ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი,ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა- ნამდვილი მაგალითი პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის,ადამიანის სიყვარულის, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“ - გია როინიშვილი.
„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე მითხრა ბოლო ნახვის დროს და ისე ამიჩუყდა გული, ამას მეუბნებოდა ბუბა, რომელმაც ჩემი აზრით იცოდა მეგობრობის მნიშვნელობაც და სიტყვა საიმედოსიც.
შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები ჩვენს ყველა შეხვედრას.
ძალიან მიყვარდით,“ - ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ვამაყობ, რომ მისი უმცროსი მეგობარი და თანამებრძოლი ვიყავი. ის იყო კაცობისა და პატრიოტისზმის, პრინციპებისადმი ერთგულების დიდი მაგალითი. მშვიდობით ჩვენო საყვარელო, დიდო კაცო და პატრიოტო, სულ მომღიმარო, ბოლომდე მებრძოლო სამაგალითო ქართველო!“ - გიორგი ბარამიძე.
„დიდი ადამიანი წავიდა. უსაყვარლესი ბუბა კიკაბიძე“ - ნენე დალაქიშვილი.
„ძალიან დიდი ისტორია დასრულდა! RIP ბუბა“ - ნიკა ქავთარაძე.
„ადამიანი რომელმაც შექმნა ეპოქა! ბუბა, სახელი რომელიც დაკავშირებულია პატრიოტიზმთან! ნათილი მის სულს“, - გიორგი უშიკიშვილი.
„ჩვენი ბუბა აღარ გვყავს! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს! ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ბუბა!“ - პაატა ბურჭულაძე.
„კიდევ ერთი ლეგენდა...... ბუბა“, - ანი მიროტაძე.
„ძალიან მეწყინა….ბუბა კიკაბიძე…
მშვიდობით!“ - ნინო სურგულაძე.
„წავიდა დიდი ბუბა.
თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს ამ უდიდეს დანაკლისს“, - ანრი ჯოხაძე.
„მადლობა ყველაფრისთვის!
მადლობა ეპოქისთვის!“ - თენგიზ გოგოტიშვილი.
ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.
1999 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებული ბაბი კირკიტაძე გახდა
🔵„დღეს გეომაგნიტური დღეა აკონტროლეთ ემოციები“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„მეგობარი ექიმთან მივიდა, დაყრუებული ფაქტიურად, ხოდა ექიმმა უთხრა, ცხვირი ცოტა ნაზად მოიხოცე ხოლმეო“ - ნათია ფანჯიკიძე