Digest Logo

„რომ არა იმედი, ალბათ ვერ გავუძლებდით ამ დიდ ტანჯვას“ - პეტრე კოლხმა ნიკო კვარაცხელიას ლექსი მიუძღვნა

1662446899
პეტრე კოლხი და კვარაცხელია

სასულიერო პირმა პეტრე კვარაცხელიამ (კოლხი) ვერაზე მოკლულ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ლექსი მიუძღვნა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რასაც გარდაცვლილი ბიჭის დედა იზა ომაძე გამოეხმაურა.

„ჩემი ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას


მზე ამოდის,მზეს გაჰყურებ მუდამ,
ის არასდროს აგვიანებს შენთვის
და უშენოდ სუსტია და ბჟუტავს,
თურმე როგორ გელოდება ღმერთი.
თურმე როგორ გეჩქარება მასთან,
თურმე გულში სხვა ფიქრები ყვავის,
ყველა დარდი ყველა სიტყვას გასცდა,
უკვდავებას გაუფორმე ზავი…
შენი გზები შენია და მორჩა,
არ გაკადრებ საყვედური წამცდეს,
მიწა ყველა გამორჩეულს ბოჭავს
ალბათ უნდა ნაადრევად გაცდე.
მიწას, დღეს რომ უღმერთობა აკრავს,
ახლა სხვაგან ელოდები სხვა მზეს
კი წახვედი, კი დაგვტოვე, მაგრამ
ვერ გაწყვიტავ გადაჯაჭვულ ხაზებს.
შენთვის ლოცვა ჩაუქრობლად ღვივის
ღვთის უბეში როგორ მშვიდად წევხარ,
შენ ხარ დილის მზის ყოველი სხივი
და პატარა უფლისწულიც შენ ხარ!..“, - წერს პეტრე კოლხი.

„როგორი ლექსი დაგიწერიათ მამაო.

რომ არა იმედი, რომ ნიკო მართლაც მზის ყოველი სხივია, ზეთისხილის ხეშია, ზეცაშია, ფოთლებშია და ყველაზე მთავარი უფალშია, ალბათ ვერ გავუძლებდით ამ დიდ ტანჯვას“, - წერს იზა ომაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „მე დავაპროექტე და გადავწყვიტე, ასეთ ფერებში გამეკეთებინა“ - როგორ გამოიყურება ლელა წურწუმიას სახლი ბათუმში

🔵„კორკმაზი მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა“ - დუდა სანაძე

🎥 „თავი დაიფასა, დისტანციურად დადგა... ვუთხარი, მე თვითონ გავიგებ შენს ნომერს და მერე შევხვდეთ -მეთქი“ - ირაკლი ასათიანის სიყვარულის ისტორია