ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ერთადერთი რამ, როცა ადამიანი სცოდავს,
ან ხორციელი, ან სულიერი ცოდვით — ერთადერთი რამ, რითაც შეუძლია ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, ეს არის, რომ არავითარ შემთხვევაში თავი არ გაიმართლოს,
მხოლოდ და მხოლოდ — თავი დაღუნოს და სიმდაბლით სინანული გამოხატოს,
თქვას, რომ აი, როგორც პავლე მოციქული ამბობს — ყველაზე უფრო ცოდვილი მე ვარ,
უფალო, შემინდვე.
და თუ ადამიანს გულს ატკენს,
იმ ადამიანსაც უთხრას — შემინდვე;
თუ ეს არ არის,
და თუ ადამიანი თავის მართლებას იწყებს რაღაცნაირი ფორმით, ეს, როგორც წესი არის არაჯანსაღი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი წიტაიშვილი ორგზის მამა გახდა - ცნობილია რა დაარქვეს ახალშობილს
⭕„აბა, ვის მოგენატრათ საბა?“ - მარიამ ელიეშვილი შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს