Digest Logo

🎥 „სახელი, სითბო და სული ოქროს ასოებით ჩაიწერა სამყაროს ისტორიაში, მისი მემკვიდრეობა არ ქრება...“ - კობა ფარტენაძე დონარა გვრიტიშვილზე

1780944313
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის ვიდეოს გვიზიარებს და მას ემოციური სიტყვებით იხსენებს:

„ის თავად იყო ლოცვა, მისი სიტყვა - ნუგეში, მისი ღიმილი - ძალა....

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დონარა გვრიტიშვილი აღარ არის ჩვენთან… მაგრამ მისი სახელი, მისი სითბო და მისი სული ოქროს ასოებით ჩაიწერა სამყაროს ისტორიაში.  

დღეს, როცა დრო ცდილობს დაგვაშოროს, ჩვენ ვამბობთ:

„დონარა გვრიტიშვილი სამუდამოდ - გვიყვარხარ“.

მისი მემკვიდრეობა არ ქრება, მისი სული არ ქრება. ის ცოცხლობს ჩვენს გულებში, ჩვენს საქმეებში, ჩვენს ღირსებაში...

შენ ხარ ჩვენი მარადიული სინათლე...“, - წერს კობა ფარტენაძე. 

ცნობისთვის, 2025 წლის 23 ოქტომბერს, 69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონა­რა გვრიტიშ­ვი­ლი გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გვრი­ტიშ­ვი­ლი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

მითები და რეალობა სექსის შესახებ - „სურვილი მხოლოდ კაცებისთვისაა დამახასიათებელი?“ „ფანტაზიები არანორმალურია?“

🎥 „რა საოცარი ადგილია, შენ კი მშვენიერი“ - თამო ვაშალომიძე კორეიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

„ნატალიკო და ზაქარია...“ - ნინო სურგულაძე შვილების ფოტოს აქვეყნებს