ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა ადამიანში დომინირებს სიამაყე — მას მიტევების უნარი არ აქვს.
ჩვენში, რამდენადაც არის საკუთარი თავის არაადეკვატური აღქმა,
ანუ ხიბლის მდგომარეობა,
ჩვენში, რამდენადაც ვფიქრობთ, რომ რაღაც ღირებულებებია ჩვენდა თავად,
ჩვენი საკუთრებაა,
არა ღვთისაგან მოცემული — არამედ ჩვენი:
აი, მე ვარ ასეთი,
კარგი...
— იმდენად სუსტდება ჩვენში მიმტევებლობის უნარი,
იმიტომ, რომ აი, მე ვარ ასეთი — და შენ რატომ არ ხარ ასეთი?!
მე ვარ კარგი — და შენ რატომ ხარ ცუდი?!
მე ვიქცევი კარგად — შენ რატომ იქცევი ცუდად?!
ეს სულ იქნება,
ამისგან ადამიანი ვერ გათავისუფლდება — სანამ უკიდურესად არ დაიმდაბლებს თავს...
ადამიანს შეუძლებელია, რომ განკითხვა არ ჰქონდეს,
იმიტომ, რომ:
მე თუ კარგი ვარ — შენ რატომ ხარ ასეთი ცუდი?!
მე თუ ვახერხებ — შენ რატომ ვერ ახერხებ?!
მე ხომ ასე არ მოვიქცეოდი — და შენ რატომ იქცევი ასე?!
ამისგან გათავისუფლება შეუძლებელია,
იმიტომ, რომ,
მე ხომ ამას მართლა ვფიქრობ?
მე მართლა არ მოვიქცეოდი ასე,
და შენ რატომ იქცევვი ასე ...
შეუძლებელია, რომ ადამიანმა მეორე ადამიანი არ განიკითხოს, გამორიცხულია...
სიმდაბლის არქონიდან გამომდინარე მადლის დეფიციტი,
ანუ ღმერთის ჩვენში არ მყოფობა — ადამიანს უნარს ართმევს გულმოწყალებისა,
რომელიც საოცრად გვიჩვენა განკაცებულმა ღმერთმა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვაშენებ ჩემს წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ“... ქვა დადეთ სამუშაო მაგიდაზე“ - სატურნის რიტუალი