ოთო ნემსაძის მეუღლე სოფო მეძმარიაშვილი, მომღერლის სოლო კონცერტის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს:
„მე არ მიმღერია, მაგრამ მეორე დღეს ხმა არ მქონდა....
სცენაზე არ გავდიოდი, მაგრამ ფეხები მეკვეცებოდა....
მე არავინ შემაფასებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხის რეაქციებს ველოდებოდი...
ჩემს კისერზე არ იყო ყველა პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველაფერზე ვნერვიულობდი...
როცაა ეს გიჟი, შეშლილი სცენაზე დგება, ჩათვალეთ მეც იქ ვარ სადღაც ეს იყო საოცარი დღე!!!!!
მადლობა ყველას მიყვარხართ“, - წერს სოფო მეძმარიაშვილი.
ცნობისთვის, 4 მაისს მარჯანიშვილის თეატრში, ოთო ნემსაძის და ჯგუფი LIMBO -ს სოლო კონცერტი გაიმართა.