Digest Logo

🎥 „როცა გზა აღარ იყო სავალი, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა...ისეთ გზას დაგანახებდა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

1774284127
ნიკოლოზ წულუკიძე

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე „პირველ არხთან“ ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იხსენებს.

იგი ჰყვება, რომ უწმინდესთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და როცა პირადი ტრაგედია შეემთხვა პატრიარქი გვერდში დაუდგა:

„როცა გზა აღარ იყო სავალი, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა, სხვა გამოსავალი რომ არ იყო და უწმინდესი. უცბად ისეთ გზას დაგანახებდა, ისეთ დავალებას მოგცემდა. ამ გზას მიჰყვებოდი და დრო გადიოდა.

როცა ჩვენი ამბავი მოხდა, ყველაზე მეტად მაინტერესებდა ურთიერთობა ვინც ეს გაიარა და ფეხზე დადგა. ეს განცდა იმისა, რომ ფეხზე უნდა დამდგარიყავი. ყველა მიყვებოდა ერთსა და იმავეს, რა უთხრა უწმინდესმა. უწმინდესი ამბობდა, შენ გაქვს პასუხისმგებლობა, გაქვს ორმაგი ვალდებულება, რომ გააგრძელო. მერე ყველა რაღაც თავისი მისიით იწყებდა ყოფას.

ძალიან ძნელია ალბათ, რომ ამას მოერიო. ვიღაცა ვისიც გჯერა, ის გჭირდება, ჩვენ დროში აღარ დარჩნენ ადამიანები ვისიც გჯერა. ის იყო, რომლის ფრაზა, სიტყვა, გამოხედვა, დალოცვა სხვა ძალა ჰქონდა. ვალდებულება იყო რომ შენ კარგად უნდა ყოფილიყავი.

მე მიყვარდა, ძალიან მიყვარდა, გულწრფელი სიყვარულით. სულ ვერიდებოდი, არ მინდოდა რომ შემეწუხებინა. სულ იყო განცდა სიმშვიდის რომ არსებობდა სადღაც თავისთვის.

რომ ვუყურებ გზას, ჩუმად მიუყვებოდნენ ხალხი ტაძრისკენ, სულ მახსენდება აბულაძის ფილმი, რომ ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს? ეს გზა არის ის გზა რომელსაც ჩვენი ხალხი ადგას და იქ პატრიარქი გველოდება“, - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა საკუთარი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო

⭕ მეუფე შიო: ილია მეორე როგორც თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს, ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში

⭕„საოცარი გოგო ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ღვინიაშვილი მაროკოდან