Digest Logo

🎥 „რთულია გააზრება, რომ იმ ღამეს, ერთ მხარეს ამხელა ტრაგედია დატრიალდა და მეორე მხრიდან შენ ამ ყველაფერს იღებდი...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჯობავა

1749214395
გიორგი ჯობავა

IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე ტრაგიკულად, ექსპედიციის დროს დაიღუპა.

ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიცვა. მას ემოციურად ემშვიდობებოდნენ მეგობრები, კოლეგები და ნაცნობები. 

როგორც აღმოჩნდა დაღუპულის ბოლო ექსპედიცია შემთხვევით აღმოჩნდა ვიდეოგრაფის გიორგი ჯობავას ობიექტივში, რაც მისთვის რთული გასააზრებელი აღმოჩნდა:

„დილიდან ძალიან რთულ ემოციებში ვარ.  

სრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია - ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე.

გუშინ ღამე გვერდზე დავდე ჩემი სვანეთში მოგზაურობის ვიდეო. მალევე მომწერა ახლობელმა, რომ პირდაპირ ჩანს ნიკოს ასვლა უშბაზეო. მომენტალურად გავოგნდი, ვერ გავიაზრე.

მე ვიცოდი, რომ ეს დიდი ტრაგედია იმ ღამეს მოხდა და ამას ვიდეოშიც ვამბობ, მაგრამ პირდაპირ თუ ჩანდა არ დავკვირვებივარ, ამდენ ვარსკვლავებში და ნათებებში არ მივაქციე ყურადღება უშბაზე ფანრებით ცოცვას.

შემდეგ მოვაახლოვეთ კადრი კარგ რეზოლუციაში და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა...

ძალიან რთული და უცხო შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ იმ ღამეს, ერთ მხარეს ამხელა ტრაგედია დატრიალდა და მეორე მხრიდან შენ ამ ყველაფერს იღებდი...

ვიდეოშიც ვამბობ, რომ ამ ღამის გალაქტიკის კადრებს ვუძღვნი ნიკოს ხსოვნას და ცალკეც მოვჭერი ეს ვიდეო, რომ ცალკე ვიდეოდ იყოს, ჩემი პირადი კადრების გარეშე...

მე ნიკოს არ ვიცნობდი პირადად, თუმცა, ნანახი მქონდა მისი საოცარი ვიდეოები სრიალის და ა.შ. და, როგორც ყველა ისე მეც ვამაყობდი, რომ ქართველი იყო და ასეთი იყო...

ეძღვნება ნიკოს ხსოვნას“, - წერს გიორგი ჯობავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საქართველოში მხოლოდ ორი პარტია დარჩება, უცოდინარების და უქნარების ადგილი აღარ არის... მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება, რაც მთელ დედამიწას შეცვლის“ - ლელა კაკულია

„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს... „დედას“ დაძახება მოვასწარი და ჩემ თვალწინ მისრისა ქალი“ - რას ჰყვება ქალის შვილი, რომელსაც ბოლო ზარზე მანქანით დაეჯახნენ

„დაგჭირდებათ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და აქტიურობა, გამოიყენეთ ყველა შანსი...“ - 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან