ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, ის რაც ახლა ხდება თურქეთსა და სირიაში, იგივე რომ რუსეთში მომხდარიყო, ექნებოდათ თუ არა იგივე თანაგრძნობა.
„კითხვა მაქვს და მართლა (!) მაინტერესებს თქვენი პასუხები: - რუსეთის ქალაქებში, რომ მომხდარიყო მსგავსი ტრაგედია, დანგრეულიყო ქალაქები, დაღუპულიყო ხალხი, ბავშვები, განადგურებულიყო ოჯახები... ანუ მომხდარიყო ის, რაც ახლა ხდება თურქეთსა და სირიაში.... იგივე თანაგრძნობა გექნებოდათ მათ მიმართაც?
თუ ჯერ ჩემი პასუხი გაინტერესებთ, გეტყვით - კი!!!
ბოდიშს ვიხდი კითხვისთვის (უბრალოდ, ადამიანობის ხარისხი მინდა შევამოწმო, ზოგადად ჩვენი“, - წერს ბესო ჩუბინიძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ბადრი ესებუას დაკავების ექსკლუზიური კადრები
🎥 „არასდროს გამისინჯავს მწვადი და გოჭის ხორცი...“ - ქრისტინე იმედაძე