Digest Logo

🎥 „რუსი ქალის ხუშტურების გამო გამომაგდეს, არ გადამიხადეს არც კომპენსაცია, დამტოვეს უსამსახუროდ, უხელფასოდ“ - რა მოხდა რესტორანში RAMBLA

1728031087
სოციალური ქსელის მომხმარებელი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც რესტორანში RAMBLA ბარმენად მუშაობდა, „ტიკტოკზე“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციამ სამსახურიდან რუსი ქალის გამო გაუშვა.

გარდა ამისა, ვიდეომიმართვაში გოგო საუბრობს იმაზეც, რომ მას კომპენსაციაც არ გადაუხადეს.

„მინდა მოგიყვეთ ჩემს ძველ სამსახურზე, საიდანაც რუსი ქალის ხუშტურების გამო გამომაგდეს.

ვმუშაობდი ჩემთვის, მშვიდად, წყნარად, ლამაზად, მოვიდა „გლოვოს“ კურიერი, ეგონა, რომ შეკვეთა იყო ჩვენს რესტორანში, მაგრამ არ ყოფილა. 

მოვარდა ეს ვიღაც რუსი ქალი, რეალურად ვისი შეკვეთაც იყო და დაუწყო ბიჭს რუსულად ყვირილი: ე, ბიჭო, დროზე მოდი აქ, რესტორანთან მიწერია და რაღაცები. 

ეს ქალი რომ წავიდა, ეს ბიჭი გამოშტერებული იყურებოდა და ვთქვი, ვაიმე, რა სინაგლეა - მეთქი. ჰოდა, ეს ქალი მომიტრიალდა და მეუბნება შე იდიოტკაო, შენს უფროსს დავურეკავ და ნახე შენ რა გიქნაო. 

მეორე დღეს მირეკავს ჩემი უფროსი და მეუბნება, თამთა, შენ აქ ვეღარ იმუშავებ, რადგან ეს ქალი ჩვენს რესტორანში საკმაოდ დიდ ჩეკებს ტოვებს და სანამ შენ აქ მუშაობ, იქამდე აღარ მოვაო და სხვებსაც ეტყვის არ მიხვიდეთო. 

გამომიშვეს სამსახურიდან, არ გადამიხადეს არც კომპენსაცია, დამტოვეს უსამსახუროდ, უხელფასოდ“, - ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

@zoro_cxenis_gareshe #რამბლა ♬ original sound - ta-MTA

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კირა ბაბუნია“ - გიორგი გაბუნია შვილის უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს

„საშინელება ხდება ჩემს თავს! ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ!“ - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

მხარდაჭერა მმართველ გუნდს - ცნობილი სახეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრნენ