Digest Logo

🎥 „რუსული მხარე ულტიმატუმს უყენებს აფხაზურს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე და წამოსწიონ დევნილების დაბრუნების საკითხი“ - სამოქალაქო აქტივისტი

14/12/2024 • 9:46
სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთი აფხაზეთს უყენებს ულტიმატუმს, რომ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში არიან დაკავებულები და ჟენევის მოლაპარაკებებზე წინ დევნილების დაბრუნების საკითხი წამოსწიონ.

„ე.წ აფხაზეთის პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს ანტირუსულ ძალებმა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ხელში ჩაგვივარდა საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ინალ არძინბამ დაწერა და ასლან ბჟანიას გაუგზავნა. 

ყურადღება მივაქციოთ ყველზე მნიშვნელოვან საკითხს, როგორც აღმოჩნდა რუსული მხარე ულტიმატუმს უყენებს აფხაზურს, ქართველებთან დაკავშირებით, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილება მიიღონ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე, რომლებიც აფხაზეთში არიან დაკავებულები, ოკუპაციის ხაზის გადაკვეთა ენგურზე შიდა პასპორტით, პირადობით. 

ასევე წამოსწიონ დევნილების დაბრუნების საკითხი ყველასი. ინალ არძინბა ოფიციალურად აფრთხილებს ბჟანიას, რომ რუსეთის დამოკიდებულების ვექტორი შეიცვალა, აფხაზების მიმართ. 

იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი რეჟიმი აფხაზეთში დაუჯერებს მათ სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს და მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმზე გადაიყვანს“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

 

Watch on TikTok

ასევე დაგაინტერესებთ:

„ქრისტიანობა და საქართველო მარადიულია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია!“ - ზურა ხაჩიძე

„კარგად ვხედავთ შენს „მეგობრულ“ დამოკიდებულებას, რა წესებს გვტენი... ქლესა ევროპა, თავს მოხვეული გეი პარადით“ - რას წერს ხატია სიჭინავა

🎥 „მინდა დავეხმაროთ აფხაზებს, იქნებ გაჩნდეს შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“ - რას ამბობს ია დუდაშვილი