Digest Logo

„სააკაშვილი და გვარამია სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

1705994443
თამარ ჩერგოლეიშვილი

„სააკაშვილი და მის კვალდაკვალ - გვარამიაც, სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ, ფიქრობენ რომ ეს აზრი პოპულარული იქნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის წერს, ამ თემაზე დღეს საღამოს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში დეტალურად ისაუბრებს, ერთიან ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.

„სააკაშვილი და მის კვალდაკვალ - გვარამიაც, სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ, ფიქრობენ რომ ეს აზრი პოპულარული იქნება. დღეს საღამოს ლაივს გავაკეთებ ამ აბსურდზე. რატომ ქართულ-აფხაზური და არა ქართულ-ოსური? ან ქართულ-სომხური? ან ქართულ-აზერბაიჯანული? რასთანაა კავშირში ეს უპასუხისმგებლო ბოდვა? მოკლედ, დღეს, 21 საათისკენ, ერთიან ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ვისაუბრებ და ამ პოპულისტურ, გაუაზრებელ და მოღალატეობრივ ბოდვებს ვუპასუხებ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ნინი გოგიჩაიშვილმა ბებია და ბაბუა დუბაიში დასასვენებლად წაიყვანა

🎥 გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები პოსტინფექციური ხველის მკურნალობაზე

🎥 „ყველაზე თბილი და ტკბილია ჩვენი ბაბი, გაუთბო გული პატარას, მთელი ცხოვრება ემახსოვრება“ - ემოციური კადრები „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტიდან