„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.
„დღეს მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (გაუარესებული სისხლის ანალიზების), მას უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე.
იმედია, უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება პარამეტრები, ზოგადი მდგომარეობა და შეძლებს ჩართვას მომავალ პროცესზე. მას ამის დიდი სურვილი და საბრძოლო განწყობა აქვს“, - წერს სოფო ჯაფარიძე.