Digest Logo

სად უნდა ეძებო ბედნიერება - შენში თუ შენ გარეთ? - გია მურღულიას საინტერესო განმარტება

1781168293
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს: 

„სად უნდა ეძებო ბედნიერება - შენში თუ შენ გარეთ?

თუ უპასუხებ: „შენში“, გამოვა, რომ ღმერთს, სიყვარულსა და მეგობრობას სათანადოდ არ აფასებ.

თუ უპასუხებ: „შენ გარეთ", მაშინ ბედნიერების აღმქმელსა და შემგრძნობს დაკარგავ.

ალბათ კითხვა არასწორად არის დასმული - ბედნიერება კი არ უნდა ეძებო, არამედ შექმნა.

ასეთ სივრცეში ღმერთის ადგილიც არის, სიყვარულისაც, მეგობრობისაც და შენი თავისაც.

თან ის მშვენიერიც არის - ბედნიერებასაც ხომ უნდა ჰქონდეს თავისი ესთეტიკა?

ცხოვრება ბედნიერების შექმნის სიამოვნება, მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.

დანარჩენი ისეთი რომანის წაკითხვას ჰგავს, რომლის მიტოვებაც ყოველ ფურცელზე გინდა“, - წერს გია მურღულია.