Digest Logo

🎥 „სად ვიყიდე კი არა, მე თავად გავყიდი...“ - ნანიკო ხაზარაძე საკუთარი ტანსაცმლის ხაზს გამოუშვებს

1781785581
ნანიკო ხაზარაძე

ცნობილმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ნანიკო ხაზარაძემ, სოციალურ ქსელში გამომწერებს მოულოდნელი და სასიხარულო სიახლე გაუზიარა. იგი საკუთარი ტანსაცმლის ხაზს უშვებს და ბრენდის პირველ პროდუქტზე მუშაობას უკვე შეუდგა.

როგორც ნანიკო ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებამდე იგი გამომწერების მრავალწლიანმა ინტერესმა და კითხვებმა მიიყვანა, რომლებიც ხშირად მისი ჩაცმულობის სტილით ინტერესდებოდნენ.

„სულ მეკითხებიან, სად ვიყიდე ჯინსის პიჯაკი და ახლა გადავწყვიტე, ვუპასუხო, სად ვიყიდე კი არა, მე თავად გავყიდი. ჯერ იკერება სიულეტი, რომელიც მე მიყვარს. ნანიკოს პიჯაკები სულ მალე“, - ამბობს იგი ვიდეო მიმართვაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატარა სულამანიძე დაიბადა…“ – ექიმ კოტე სულამანიძესა და მის მეუღლეს, ირენ პილს შვილი შეეძინათ

⭕„ენერგია აქტიურდება და ნაკადი იხსნება“ - როგორ უნდა გაიაქტიუროთ 18 ივნისის ენერგიები

🎥 ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის ბაიკერი გოგო ემსხვერპლა - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში