იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ნათლისღების შესახებ საკუთარ მოსაზრებას უზიარებს:
„როგორ მიყვარს ეს დღე!
ნათლისღება არ არის დღესასწაული სხეულისთვის. ეს არის გამოცდა სულისთვის. ეს არ არის უბრალოდ წყალში შესვლა. ეს არის სიჩუმე, სადაც ადამიანი ხვდება, რას ატარებს ზედმეტად და მზადაა გათავისუფლდეს. წამია, როცა წყალი სხეულს ეხება, ხოლო სინათლე — სინდისს..
ფიქრის დროა… ჰო, გარდასახვამდე ფიქრის ჟამია...
ჯვრით, ან ჯვრისთვის.. ან ჯვრამდე მისასვლელ გზამდე… ვინ იცის, ვისში ან ვისთან რა ბედის ბორბალი ტრიალებს..
ნათლისღების წყალი არ ცვლის ადამიანს, ის აშიშვლებს მას ღმერთის წინაშე.
სადაც წყალი მთავრდება, იქ იწყება არჩევანი - დარჩე ძველებურად, თუ დაიბადო სინათლეში? შეიცვალო და დატოვო ნაპირზე ის, რაც სულს გიმძიმებს..
ნათელი არ ხმაურობს. ის ჩუმად მოდის და რჩება მათთან, ვინც გაბედა განსაწმენდად წყალში ჩასვლა. გილოცავთ! შეგეწიოთ ამ დღის მადლი და ძალა!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს“ - ექსპრომტად ამღერებული ნუცა შანშიაშვილი
⭕ნათლისღება გაყინული ფარავნის ტბიდან - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში