AFG-ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთიდან და გერმანიიდან 11 პრორუსი ემიგრანტი, რომლებიც პუტინის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, სამშობლოში დაბრუნდება.
„ევროპაში გადაგვარებულმა, ქართველობა წართმეულმა და გაბოზებულმა სულა სულაშვილმა თანამემამულეები დაადეპრტებინა"-ო. ჯერ არ შეგხვედრიათ ასეთი შეფასება?
შეგხვდებათ.
დღეს საფრანგეთიდან და გერმანიიდან მშობლიურ მიწას დაუბრუნდება 11 პრორუსი ემიგრანტი, რომლებიც პუტინის პოლიტიკას, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მხარს უჭერდნენ და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციებს ავრცელებდნენ.
რიგში კიდევ ბევრია.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დახმარებისთვის“,- წერს სულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵დღეს მზებუდობაა – ამ დღეს ყველას ეძლევა შანსი, შეცვალოს ცხოვრება და ბედნიერი გახდეს
🔵„დღეს კარგია თმის შეჭრა, ახალი სამსახურის დაწყება“ - მიხეილ ცაგარელი