Digest Logo

„საინტერესო იქნებოდა, გამოექვეყნებინათ მონაცემები რამდენმა ქართველმა შეიძინა ბილეთი, ეს უბრალოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ ხომ ნამდვილად ჩვენთვის კეთდებოდა კონცერტი“ - რას წერს ლაშა უჩავა

1683876744
ლაშა უჩავა

31 აგვისტოს საქართველოში მიხეილ მესხის სტადიონზე ლეგენდარული გუნდი „Imagine Dragons“ იმღერებს. 

ბილეთების ფასი 100-1000 ლარამდე იყო. გაყიდვა 11 მაისს დაიწყო და 7 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა.

„ჩვენ ერთად დავწერეთ ისტორია, რომელსაც 7 საათში გაყიდული ყველა ბილეთი ჰქვია“, - წერდნენ კონცერტის ორგანიზატორები.

ბილეთების ყიდვა სამწუხაროდ, მსურველთა უმეტესობამ ვერ შეძლო. TKT.GE-ზე რიგში ათასობით ადამიანი იყო...

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ საკითხს ეხმაურება და წერს, რომ საინტერესო იქნებოდა TKT.GE -ის გამოექვეყნებინა მონაცემები, რამდენმა ქართველმა შეიძინა ბილეთი და ე.წ გადამყიდველების წინააღმდეგაც შეემუშავებინათ ბერკეტი.

„ძალიან არ მინდოდა, მაგრამ უნდა გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს, რაც ყოვლად შეუსაბამო იყო (ან არც იყო) ქართულ რეალობასთან, რასაც ვწერ არ არის არც დისკრიმინაციული და არც რასისტული დამოკიდებულება (ვინც მიცნობს მშვენივრად იცის ჩემი ლიბერალური დამოკიდებულება საკითხებისადმი), პირველი ძალიან საინტერესო იქნებოდა ფაქტი, რომ TKT.GE -ის გამოექვეყნებინა მონაცემები რამდენმა ქართველმა შეიძინა ბილეთი (ეს უბრალოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ ხომ ნამდვილად ჩვენთვის კეთდებოდა კონცერტი) და მეორეც ალბათ ე.წ „გადამყიდველების” პრაქტიკა ძალიან კარგად აქვს შესწავლილი იგივე tkt.ge-ს და ნუთუ ვერ მოიფიქრა რაიმე ბერკეტი ამის აღმოსაფხვრელად.

პ.ს გასულ წელს დავესწარი და კიდევ დავესწრები ჯგუფის კონცერტს, უბრალოდ“,- წერს ლაშა უჩავა.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„გავცვლი მიწის ნაკვეთში, თბილისთან ახლოს!“ „ვიყიდე და ახლაც თუ არ შემირიგდა, მერე მაგის დედაც მო***“ - სოცქსელის გამოხმაურება Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთების ყიდვაზე

🔵შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „გიხდება, მაგრამ შავზე მეტად არა“