რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა 42 წლის ცოლს ჯერ ქუჩაში სცემა, შემდეგ კი სასტუმროში მოკლა.
სამწუხარო ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„საჯაროდ გაუსწორდა კაცი ფიზიკურად 42 წლის ქალს, უამრავი ხალხის თანდასწრებით, რომელიც რამდენიმე საათში სასტუმროში მკვდარი იპოვეს.
ამ საჯარო ცემა-ტყეპის შემდეგ, წყვილი ერთად წავიდა სასტუმროშიო. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
ხალხის თანდასწრებით სცემა კაცმა ქალი. ხალხის თანდასწრებით. ხალხის. სცემა. ხალხს კი როგორც ჩანს, აზრადაც არ მოსვლია პოლიციის გამოძახება.
კი, ძალიან გავიზარდეთ, ძალიან, აბა რა“, - წერს ნინო თარხნიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სპინალურით ვმშობიარობ, ბავშვის მამას ვუგზავნი ამ ვიდეოს“ - კესარია აბრამიძემ შვილი გააჩინა?