ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.
როგორც თავად წერს, საკუთარი ქცევების კონტროლი გაცილებით რთულია, ვიდრე ეს მხოლოდ „ნებისყოფის სისუსტით“ შეიძლება აიხსნას:
„ადიქცია, რომელსაც დღეს ნორმად ვთვლით:
შენ ალბათ უკვე შენიშნე, რომ ზოგჯერ საკუთარი ქცევების კონტროლი გაცილებით რთულია, ვიდრე ეს მხოლოდ „ნებისყოფის სისუსტით“ შეიძლება აიხსნას.
თითქოს ნერვული სისტემა მუდმივად ახალ სტიმულს ეძებს - კიდევ ერთ ვიდეოს, კიდევ ერთ შეტყობინებას, კიდევ ერთ სწრაფ შვებას, რომელიც რამდენიმე წუთით მაინც ამცირებს შინაგან დაძაბულობას და ხშირად პრობლემა გაცილებით ღრმაა.
ადამიანის ტვინი მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა დეფიციტის, მოძრაობის და გადარჩენის პირობებში.
დღეს კი შენ ცხოვრობ გარემოში, სადაც სტიმული არასოდეს მთავრდება - მუდმივი ინფორმაცია, სწრაფი სიამოვნება, ეკრანები და ემოციური გადატვირთვა.
ნერვული სისტემა, რომელიც ბუნებრივ რიტმზე იყო შექმნილი, ახლა თითქმის უწყვეტ სტიმულაციაში ცხოვრობს - და დროთა განმავლობაში ეს ცვლის ყურადღებას, ემოციებს, ქცევას, ენერგიას და შინაგან ბალანსს.
თანამედროვე ადიქცია ყოველთვის აშკარა აღარ არის. ხშირად ის „ნორმალურად“ გამოიყურება - ტელეფონი, რომელსაც ვეღარ დებ გვერდით, ინფორმაციის უკონტროლო მოხმარება, სიჩუმეში გაძლიერებული შფოთვა, ან განცდა, რომ გონება წამითაც ვეღარ ჩერდება.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა:
რა ემართება ტვინის დაჯილდოების სისტემას ასეთ გადატვირთვაში?
რატომ იცვლება დოფამინის ბალანსი?
და რატომ ერქმევა ამას ხშირად უბრალოდ „გადაღლა“, მაშინ როცა პროცესი ბევრად ღრმა, ნელა მიმდინარე ნეირობიოლოგიური გადანაცვლებაა?“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელსაყრელია დაგეგმვა, შეხვედრები, სწავლის დაწყება...“ - 12 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით