Digest Logo

„საკუთარი თავის მტრად ვიქეცი, ბოდიში ყველას“ - ნიკა ქავთარაძე საზოგადოებას მიმართავს

1698672982
ნიკა ქავთარაძე

იუმორისტი, მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

იუმორისტი ამბობს, რომ ამ შეგრძნებით ცხოვრება აღარ შეუძლია და მოუბოდიშა ყველას, ვისი იმედებიც ვერ გაამართლა.

ასევე, პოსტის კომენტარებში აღნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად ვერ იქნება, მაგრამ მთავარია გვაბედნიერებს თუ არა ის, რაც გვაქვს.

„ბოდიში ყველასთან, ვისაც რამე გეგმა აგირიეთ ცხოვრებაში.
ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გაგიცრუეთ.
ბოდიში ყველას, ვისაც იმაზე ნაკლები გაგიკეთეთ, ვიდრე ჩემგან ელოდით.
ბოდიში
ბოდიში
ბო დი ში
უბრალოდ, ამ შეგრძნებებით ცხოვრება აღარ შემიძლია.
საკუთარი თავის მტრად ვარ ქცეული.
საკუთარი მიზნების მრცხვენია.
ასე ვერ ვიქნები დიდხანს.
რამეზე უნდა დავაშენო ჩემი მომავალი და ერთადერთი, რაც მაქვს ჩემი ზედმეტად კეთილი გულია - ადამიანებისთვის ყველაფრის მიცემის დაუშრეტელი სურვილი. ყველასთვის ხელის შეწყობის წყურვილი.
მართლა არავისთვის არაფერი დამიშავებია ისეთი, რასაც საკუთარ თავს ვუშვები წლებია. თვითშეფასებას ვისპობ. ასე კი მალე გავთავდები.
მიყვარხართ მართლა ძალიან. ყველა ვისაც ამაში ეჭვიც კი გეპარებათ ისინიც.
რატომ ვწერ საჯაროდ? იმიტომ რომ ახლა აივანზე გასვლა და ამ ყველაფრის ყვირილი მინდა!
P.S. ბოდიში“, - წერს ნიკა ქავთარაძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ზოგს აქვს ბინა ბაღით, ზოგს აივნით, ჩვენ კი ბომბის თავშესაფარი გვაქვს, აქ სირენიდან სირენამდე ვცხოვრობთ“ - რას აცხადებს პუბლიცისტი კერენ პევზნერი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს?

„ვერ ვიყოჩაღე განათლების მხრივ...“ - რაზე ოცნებობდა ბავშვობაში თამო ვაშალომიძე