სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნანუკა გრძელიშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც 550 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის შესახებ წერს:
„550 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ვეკითხები, დიღმის მასივში, ჩაფიძის საავადმყოფოსთან თუ გაივლითთქო. მძღოლმა დამარიგა: გაიღიმეთ გენაცვალეთ, ავადმყოფთან თუ მიდიხართ, სულ ღიმილით და კარგი ხასიათით უნდა მიხვიდეთ,იმას თქვენი ღიმილი წამალზე მეტად მოარჩენსო.
ჩემს მერე, გოგონა ამოდის და ეკითხება ლიუბლიანაზე გაივლით?
იმასაც იუმორით უპასუხა, შევეცდები გავიაროო.
დაახლოებით 11-12 წლის ბიჭუნები იდგნენ გაჩერებასთან. დაინახა თუ არა, დაუძახა, ბიჭებო, ყველანი ამოდით მომავალი ფეხბურთელები ხართ. თქვენ დიდი ფეხბურთელები გამოხვალთ და ხომ დამიმახსოვრებთო. სათითაოდ გამოკითხა სადაურები იყვნენ,ვისთან ვარჯიშობდნენ. პატარა ბიჭებსაც რა უნდოდათ. მოილხინეს და ჩვენც მოგვალხინეს.
მეტს აღარ გავაგრძელებ...
ასე,სულ ღიმილ-ღიმილში გვატარა საცობიანი გზები. იუმორის დიდი ნიჭით დაჯილდოებულმა,არაჩვეულებრივი ხასიათის ადამიანმა, ბატონმა #კოტე #თაბაგარმა. იგი, 43 წელია მძღოლია. წარმოიდგინეთ ამ ხნის განმავლობაში, რამდენ ადამიანს მიანიჭებდა სიხარულს. მერე, გაიხსენა, რომ ადრე ვაკის მიმართულებით დადიოდა. ერთხელაც ამოსულან მის სამარშრუტო ტაქსიში ფეხბურთელი ბიჭები. იმ დღეს თამაში ჰქონიათ მათზე ცოტა უფროს ბიჭებს ეთამაშებოდნენ და ეტყობოდათ, რომ ნერვიულობდნენ. იმდენი ველაპარაკე, დავაჯერე, რომ გაიმარჯვებდნენ.
მართლა მოუგიათ და მერე, თავის მწვრთნელთან ერთად მელოდნენ როდის ჩამოვივლიდი, რომ მადლობა ეთქვათო.
მეც მადლობა ვუთხარი კოტე ბატონს, და შევპირდი, რომ აუცილებლად დავწერდი მასზე. დავწერე....
P.S. სადაც არ უნდა მუშაობდე და ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში ადამიანობა გმართებს,
განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხს ემსახურები. ჩვენს სამარშრუტო ტაქსიში რომ დროებით დაავიწყა ყველას სადარდებელი, ბატონმა კოტე თაბაგარმა, ცხადია.
ხოდა, ადამიანობაც
ესაა, სხვა არაფერი“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნანუკა გრძელიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ ალკოჰოლს და ზედმეტ ჭამას“ - თაკო მელიქიშვილი 15 ნოემბრის ენერგიებზე
📸 როგორ აღნიშნა ელენე ეპიტაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან