Digest Logo

„სამართალი მოითხოვს აღინიშნოს... ბუმერანგი როა ეს ცხოვრება, რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რით!“ - ნინო ჯღარკავა მაყაშვილზე

1667388867
ჯღარკავა და მაყაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში თამარ მაყაშვილის ირგვლივ დატრიალებულ ამბავს ეხმაურება და ამ საქმეს ბუმერანგის პრინციპს მიაწერს.

მისი თქმით, თამარ მაყაშვილის ყოფილმა სიძემ ბესო ზანგურმაც იგივე გზა გაიარა , როდესაც მას ბრალი ძალადობაში დასდეს. 

„ისე, სამართალი მოითხოვს აღინიშნოს, რომ მსახიობ ბესო ზანგურზე ისეთი ბულინგი იყო მაყაშვილების მხრიდან და მერე სრულიად შეშლილი ერი დაესია, სპექტაკლებიდანაც მოხსნეს ბესო და რუსთაველის თეატრიდან გააგდეთოო კიოდნენ, ჰო და ბუმერანგი როა ეს ცხოვრება რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რით!

პ.ს ნამდვილად ზედმეტი იყო თამარ მაყაშვილის ბათუმის თეატრის სპექტაკლიდან მოხსნა ,არ ვეთანხმები, ქალმა ბოდიში მოიხადა იმ გამონათქვამზე და ეს საკმარისი იყო, ნუ დამესევით ახლა მეც. სიმართლე მწარეა“, - წერს ნინო ჯღარკავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი გარდაიცვალა

🎥 „რა თქმა უნდა, სურვილი მქონდა, რომ ნიკა თავისუფალი ყოფილიყო, მაგრამ ...“ - რას ამბობს გიორგი გაბუნია გვარამიაზე

🔵„ღმერთმა ია გამომიგზავნა, ჩემ მფარველ ანგელოზად... ისე ზრუნავს ჩემზე, მარტო საკუთარი დედა და და თუ იზრუნებენ, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს“ - ნატა გულიაშვილი