სსიპ ქალაქ თბილისის N146 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გარდაიცვალა მათი მოსწავლე, მეცხრე კლასელი დანიალ ბაზაზი:
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-9 „დ“ კლასის მოსწავლე დანიალ ბაზაზი.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები სამძიმარს ვუცხადებთ დანიალის ოჯახს“, - წერია სამძიმრის წერილში.
მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შვილის სიყვარული ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნინი კენჭიაშვილი