Digest Logo

„სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა... ჩამითვალეთ დამარცხებად...ამაყი ვარ, უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!“ - რას წერს მსახიობი ლევან ხურცია

1775760670
ლევან ხურცია

მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც რობერტ სტურუას სპექტაკლ - „ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილის როლს ასრულებს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კრიტიკოსებს მიმართავს:

„სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ.

ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს („თინათინის“ როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც?!

მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეა, დედაა და ბოლო ბოლო ადამიანია. კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი!

და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა  მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას და ბგერას ბ-ნი რობერტი რეპეტიციებზე და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები  და ყველაზე მთავარი ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან.

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. თუ გინდათ გაგახარებთ ამასაც გეტყვით ოღონდ მხოლოდ ჩემზე! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!“, - წერს ლევან ხურცია.

ცნობისთვის რობერტ სტურუას სპექტაკლი, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ პერსონაჟები ვულგარულები იყვნენ და მათ საერთო არაფერი აქვთ პოემის გმირებთან. ნაწილი კი აღფრთოვანებით შეხვდა სპექტაკლის სიუჟეტს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მრავალი ნიჭიერებით გამოირჩეოდა...ეს ყველაფერი დედამისის დამსახურებაა, ახალგაზრდა ქვრივი ქალის“ - გიორგი გასვიანი ქეთი სვანიძეზე

⭕„აღარ მინდა ვინმემ მკითხოს „რა გჭირს“...ამ თემაზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ“ - გივიკო დიდია ნათელა ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

⭕ რა მოხდება, თუ აღდგომის ღამეს სიზმარი დაგესიზმრება? – უცნაური რწმენები, რომელიც ბევრს ჯერ კიდევ სჯერა