ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ სტატუსს აქვეყნებს:
„რას იტყვიან და დაწერენ შენზე, ვინ იყოო.
რა გააკეთაო, ვის უშველა, ვინ გააბედნიერა, რა სიკეთეები აკეთაო, რა ქნა, რა შექმნა, ვის გამოადგაო.
რით არის შენი გონება დაკავებული, რა სიკეთეებზე ფიქრობ გულში, ვისი სიხარული გიხარია და რა უანგარო სიხარულს ანიჭებ ადამიანებს.
რით ამაყობ გულში საკუთარ თავთან, მოიმკე თუ არა ის, რაც დათესე, მიიღე თუ არა სათანადო დაფასება რაც გეკუთვნის, დაგიფასთა თუ არა შრომა.
…და თუ არა, რატომ?
გაქვს პასუხი?
არასწორად დათესილით, მოსავალს ვერ მიიღებ.
სიყვარული აძლიერებს ადამიანს.
მე, ავ და ბოროტ ადამიანებს, არ ვებრძვი, არც ცუდს ვფიქრობ მათზე, ისინი თავის არსებობით მაფხიზლებენ და მასწავლიან.
დავრწმუნდი.
სამყარო ისეთია და ისე გექცევა, შენ როგორიც ხარ შინაგანად. თუ უკმაყოფილო ხარ, საკუთარ თავს მოთხოვე პასუხი.
პასუხი არსებობს.
რა არის შენი ხვედრი, რა მისია გაქვს, რა როლი მოირგე და რა მიზნები გაქვს.
ვის სჭირდება შენი არსებობა და ვინ ვერ იარსებებს უშენოდ.
ჯერ საკუთარ თავს მიხედე.
ადამიანი სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობია.
თავად წერს სცენარს, მისცემს როლს თავის თავს, დაიჯერებს მძაფრად ყველაფერს და თამაშობს თავდავიწყებით.
სად არის ამ დროს ღმერთი? ღმერთი უყურებს, აკვირდება, აფასებს და იმის მიხედვით აბედნიერებს, თუ რა როლი აირჩია.
ფარდა გაიხსნა, სპექტაკლი დაიწყო.
ყველას ეშინია, სპექტაკლის მონაწილეებსაც და მაყურებელსაც.
არ იქნებიან მეტაშეები, შესაბამისად არ იქნება ტაშიც.
იქნება მხოლოდ ღმერთი, უწყინარი, კეთილი და ღვთისმოსავი ადამიანები“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.