
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„სამყარო სავსეა ბოროტი სულებით,
და მათ მეტი საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაცდუნონ,
ადამიანების გულები დაიპყრონ,
და ჩვენი ბრძოლა მათ წინააღმდეგაა.
და როცა ჩემ წინ დგას ადამიანი, რომელიც ბოროტებას მიკეთებს - მე ამ ადამიანის იქით ვიყურები,
და შედეგად ვიღებ იმას, რომ ეშმაკი ვერ მამარცხებს,
იმიტომ, რომ ვერ იმალება ადამიანის უკან,
მე ვხედავ მას - რომ მის უკან არის და ადამიანიც აღარ მძულს.
მოყვასის სიყვარულსაც აღვასრულებ,
და ეშმაკსაც ვამარცხებ,
იმიტომ, რომ მე მჯერა წმინდა წერილის, როცა მეუბნება -„ყოველი ბოროტი განსაცდელის მიზეზი, რომელსაც ადამიანი სჩადის ჩემ მიმართ, არის არა ადამიანი, არამედ ამ ადამიანის უკან მდგარი ბოროტი ძალა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - გიორგი მიქაუტაძემ ტურინის „იუვენტუსს“ გაუტანა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ოქტომბერს საქართველოში
⭕ ილონ მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს მიაღწია