
ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც უსასრულობაზე საუბრობს:
„ამ მძიმე ყოფა-ცხოვრებაში, რაღაც მომენტში უნდა შევძლოთ უფრო იოლად არსებობა, რადგან ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, ანარეკლია შინაგანი მეს.
წარმოიდგინეთ, დიდი ხე რომ გადაჭრათ, ნახავთ ბევრ რკალისებრი შტოებს, ზუსტად ეს არის ანარეკლი იმ შინაგანი მდგომარეობის, იერარქიის, ხოლო ჩვენ ვართ სპექტრი სულ პატარა ცენტრის, საიდანაც პირველი მარცვალი იწყება.
ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ და გავხსნათ შემეცნება, აზროვნება, ფიქრი თუ ვინ ვართ ჩვენ რეალურად!
ჩვენ ვართ სრული ინფორმაციის მატარებელი, მაგრამ კითხვა ჩნდება მაშინ, რატომ ვართ ასეთი პატარები, უსუსურები. ზუსტად იმიტომ, რომ სამყარომ გადაწყვიტა შექმნას თავის სახის მიხედვით ადამიანის სტრუქტურა, რაც ძალიან მიახლოებულია შემქმნელთან“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: