Digest Logo

„სამყაროში მოდის ახალი მზე, ხოლო ის, ვინც გააცნობიერებს თავის თავს და ციკლის მნიშვნელობას, გადავა ახალ ენერგიაში“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1753333630
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც მე-5 განზომილების საკითხზე დაკავშირებით საუბრობს:

„ძველ წყაროებში არის ერთი საინტერესო კალენდარული ბერკეტი, რასაც წლების წინ გავეცანი და კვლევის დროს ახლაც წავაწყდი მე-5 განზომილების საკითხთან დაკავშირებით, რასაც დაბლა დავწერ და გაგიზიარებთ:

როგორც იცით, ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით დედამიწაზე არსებული დაძაბულობის კულმინაციურ მოვლენებს და ამის შესახებ თქვენ, ალბათ, გახსოვთ 2012 წელს იყო დიდი ამბავი მაიას ტომის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებამ აბსოლუტურად არასწორად გაიგო, ხოლო რა არის რეალობა მოდით ამას შევხედოთ:

მაიას ტომის წარმოდგენა დროის ციკლებზე შემდეგნაირია: ,,(Long count calendar)’’.

ეს არის ციკლური სისტემა, რომელიც ითვლის ,,ბაქტუნებს,’’ - თითოეული ბაქტუნი, დაახლოებით 394.26 წელია. ბაქტუნი დროის ერთეულია.

მათი სამოქალაქო კალენდარი იყო ,,ხააბი.’’ სხვათა შორის, მზიურ საფუძველზე იდგა, ტრადიციული 365-დღიანი ბერკეტით. ათვლის მიხედვით კი პირველი კალენდარული ეტაპი დაიწყო ძვ.წ. 3114 წლის 11 აგვისტოს და ბოლო მე-13 დიდი ბაქტუნი დასრულდა 2012 წლის 21 დეკემბერს.

მაიას ტომის მისტიკოსები მაშინაც და ახლაც ამტკიცებენ, რომ ეს არა საბოლოო დასასრული, არამედ, ძველი ცივილიზაციური ციკლის დასრულება და ახალში გარდამავალი პერიოდია, რაც რას მოიცავს: (გარდამავალი პერიოდი მცირე დროისგან შედგება, ესქატოლოგიურად შეესაბამება სხვადასხვა რელიგიების, მათ შორის ქრისტიანული ბოლო ჟამის მომზადების დროს).

სამყაროში მოდის ახალი მზე, ხოლო ის, ვინც გააცნობიერებს თავის თავს და ციკლის მნიშვნელობას, გადავა ახალ ენერგიაში.

მაიას მისტიკოსი, შამანი ,,დონ ალეხანდრო სირილიო პერესი“ ერთ-ერთი ლიდერი გვატემალაში, ამბობს: ,,2012 არ იყო დასასრული. ეს იყო კარს მიღმა შესვლა - მეხუთე მზის ენერგიაში, მაგრამ ვინც ვერ გაიღვიძებს, მისთვის ეს გარდამავალი პერიოდი შოკის მომგვრელი იქნება. ბევრი დაიღუპება არა ომში, არამედ, სულიერ ტკივილში.
მართლაც, რაც მეტად მიდის მაღლა შუმანის სკალის სიხშირე და ენერგოვბრაციები მატულობს, მით მეტი ფსიქიკური დაავადებების წინაშე დგება დედამიწის მოსახლეობა. ხალხი კარგავს ყველანაირ ძვირფას თვისებებს და თვით უფალს, რაც სულიერი სნეულების გამომწვევი ნიშნებია.

მაიას ტომელები მეხუთე განზომილებას, მე-5 მზის ენერგიას უწოდებენ და შეუძლებელია მათ ბრალი დასდო იმაში, რომ ეს არ მოხდა. პირიქით, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებამ გაიგო მაშინ სხვანაირად, არადა, ის ენერგიები სწორედაც ჩაირთო და რომ გადავხედოთ დედამიწის ბოლო 13 წლიან ისტორიას, ანუ 2012-დან დღემდე, დაინახავთ რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა ყველანაირი, როგორც ზნედაცემულობა, ქაოსი, ნერვული აშლილობები, დროის დაჩქარება, ტექნოლოგიურ სამყაროში გადასვლა, ომების ის კორიანტელი და თან იმ მიწებზე, რაც წმინდა წერილებშიცაა ნათქვამი და ა.შ.

სხვა ფილოსოფიური წყაროებიდან და რელიგიებიდან, დღევანდელ პერიოდებზე გვესაუბრება ზოროასტრიზმიც: სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ბოლო მოვლენებში ორი ძალა - ,,აჰურა მაზდა“ (სიკეთე) და არიმანული (ბოროტი) ენერგიის შეტაკებას ვიხილავთ, სადაც სულიერად გაწყდება ბევრი. ,,ომი ადამიანების სულში დაიწყება და სამყაროზე გადავა“.

მაიას ტომთან ძალიან ახლოსაა ინდუისტური სკოლაც. კალი იუგას, ანუ (კალი-მძიმე ჟამის) დასაწყისად მიჩნეულია ძვ.წ.3102 წწ. კრიშნას გარდასხეულების შემდეგ და დასასრული ამ დროს აქვს 2030-2040 წლებში, ხოლო ერთ-ერთი კალენდრით სამყაროს აღსასრულთან ყველაზე ახლოს 2036 წელია მოხსენიებული თავისი იმ მტკიცე მოვლენებით, რაც ახლაა.

იოანეს გამოცხადებაც ამ მოვლენებზე გვესაუბრება, ესაა გოგის და მაგოგის ომი, რომლის შემდგომაც იწყება ქრისტეს დიდებით დაბრუნების ბოლო წლები.

მოკლედ, დანარჩენს ყველაფერს იხილავთ და ნახავთ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი: მეორედ მოსვლის შემდგომ სიკვდილი, როგორც კაცობრიობის ერთადერთი მტერი გაუქმდება და ეს არაა ჩემი მოგონილი, ამას წმინდა წერილი გვესაუბრება, ხოლო ჭკნობა და ავადობა თავისთავად გაქრება.

როგორც მშობიარე ქალს სჭირდება გამძლეობა და რეკომენდაციებით ხელმძღვანელობა, ასეა ახლანდელი თაობაც. სხვა მნიშვნელოვან დროებზე ცალკე ვისაუბრებ, როგორც კი გააქტიურდება ესა თუ ის მოვლენა!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწინების 3 წლის იუბილეს აღნიშნავენ - „ყოველ წამს უფრო და უფრო მეტად მიყვარხარ“

როგორ მივხვდეთ, რომ მეტაბოლიზმი შენელებულია და რა საშუალებებით შეგვიძლია მისი აჩქარება - ექიმის რეკომენდაციები

🎥 გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის მოგზაურობა საბერძნეთში გრძელდება - მომღერლის მეუღლე უახლეს კადრებს გვიზიარებს