Digest Logo

როგორ მივხვდეთ, რომ მეტაბოლიზმი შენელებულია და რა საშუალებებით შეგვიძლია მისი აჩქარება - ექიმის რეკომენდაციები

1753262268
ქეთი ლობჟანიძე

მეტაბოლიზმი არის ბიოქიმიური პროცესების კომპლექსი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს ენერგიის მისაღებად, საკვების გადასამუშავებლად და სიცოცხლის ფუნქციების შესანარჩუნებლად.

მეტაბოლიზმი = ყველა ქიმიური რეაქცია, რაც ორგანიზმში ხდება იმისათვის, რომ:

  • საკვები გადამუშავდეს
  • ენერგია წარმოიქმნას
  • უჯრედები აღდგეს და გაიზარდოს
  • ტოქსინები და ნარჩენები გამოვიდეს
  •  შენარჩუნდეს ცოცხალი ფუნქციონირება

👉  სწრაფი მეტაბოლიზმი – ორგანიზმი სწრაფად წვავს კალორიებს და სწრაფად ამუშავებს საკვებს

👉 ნელა მოქმედი მეტაბოლიზმი – საკვების გარდაქმნა ენერგიად უფრო ნელა მიმდინარეობს, რაც ხშირად დაკავშირებულია წონის მომატებასთან ან ენერგიის ნაკლებობასთან

როგორ მივხვდეთ, რომ მეტაბოლიზმი შენელებულია და რა საშუალებებით შეგვიძლია მისი აჩქარება - აღნიშნულ თემაზე ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში საუბრობს:

„მეტაბოლიზმის დაბუსტვაზე საუბარს დავპირდი ახლობელს და ბარემ აქ გაგიზიარებთ.

ძირითადად ეს საჭიროა წონის კლებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. შიმშილზე დამყარებულ მავნე და არაეფექტურ დიეტებს მეტაბოლიზმის აჩქარება ჯობია!

როგორ მივხვდეთ, რომ მეტაბოლიზმი შენელებულია: ეს მოდის ასაკის მატებასთან ერთად, იოლად დაღლილობა (აქ დეფიციტებიც უნდა გამოირიცხოს), წონის მატება ან სტაგნაცია მცდელობის მიუხედავად, ხდებით მცივანა და გაღიზიანებადი…

მეტაბოლიზმის აჩქარების საშუალებები:

1. საკმარისი ჰიდრატაცია წონის, ასაკისა და სეზონის შესაბამისად!

2. პროტეინული საკვები, რაც მეტ ენერგიას ითხოვს ასიმილაციისთვის. საუკეთესოა კვერცხი, ქათამი (კანის გარეშე), ინდაური, თევზეული, საქონლის წითელი ხორცი იშვიათად.

3. ტკბილის, რძის (კაზეინი), ალკოჰოლის შეზღუდვა/გაიშვიათება და არა აკრძალვა! ნამცხვარსაც გეახლებით, კაპუჩინო ან ლატეც მიყვარს ნამდვილი რძით და არა იმ საძაგელი გემოს მქონე, დამტკბარი მცენარეული გაურკვევლობით, რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ მოვისროლე, თავი შემეცოდა. ღვინოც მოსულა 1-2ჭ კვირაში 1-2-ჯერ, თუ ღვიძლი ჯანსაღი გაქვთ, თუ არა, უნდა შეელიოთ.

4. ჯანსაღი ცხიმი- ძირითადად ვიყენებთ ზეითუნის, თევზისაც საჭიროა (ომეგა 3). უნდა შეიზღუდოს მზესუმზირას და სიმინდის ზეთები.

5. საუზმე პროტეინული და უჯრედისის შემცველი- კვერცხი, ყველი, ინტეგრალი პური…

6. მშრალი ხილი-ნუში, ნიგოზი, თხილი, ჩია, მაჩა, ჯინჯერი, ქინოა, წყალი ლიმონით, კომბოსტო, ბოსტნეულის სალათები ვაშლის ძმრით (ფრთხილად წყლულის/გასტრიტის შემთხვევაში).

7. მწვანე ჩაი, ყავა, შავი შოკოლადი.

8. სტრესთან გამკლავება- სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, აშვაგანდა, გვირილას ჩაი, პერსონალური ზრდის პოდკასტებიც დაგეხმარებათ. უძლიერესია “დაკიდების” ხელოვნება, პროვოკაციას და მტრობას ჩემს თავზე უკეთესი ზრუნვით ვპასუხობ, ბოღმა და სიძულვილი არც შემიძლია და არც ჯანმრთელობას შევწირავ! ანუ დღის წესრიგს თქვენ ადგენთ! ერთადერთი პოლიტიკა მინგრევს ჰარმონიას და ამასაც უნდა ვუშველოთ!

9. რეგულარული ვარჯიში, მუსკულაციაზე მუშაობა, კუნთი ძილშიც წვავს ენერგიას და გეხმარებათ წონის კლებაში. 30 წუთიანი ინტენსიური ვარჯიში კვირაში სამჯერ. ჩემსავით ნუ იხამებთ, პროგრესულად გაზარდეთ ინტენსივობა და ნუ დაიზიანებთ მყესებს! მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად კარგია გაკაჟება, რაც უფრო დაბალ ტემპერატურას მიეჩვევით, მით უკეთესია ჩვენთვის და პლანეტისთვისაც!

10. ძილის მოწესრიგება- 22სთ-დან 4-5საათამდე ვისაც გძინავთ, ზრდის ჰორმონი გაქვთ საკმარისი და შესაბამისად დღეგრძელობა და ხარისხიანი ცხოვრება გექნებათ! რაც მეტ დროს გავატარებთ ბუნებრივ განათებაზე, განსაკუთრებით დილით, მით უკეთესად გამომუშავდება საღამოს მელატონინი, რომლის მტერიც ეკრანია.

11. დეფიციტების შევსება- დე ვიტამინის, რკინის…

12. კითხვა, დასვენება, თავის განებივრება, სიკეთის კეთება, სხვებზე ზრუნვა და მორალური უპირატესობა თავმდაბლობასთან ერთად, რაც შესაძლებელია, ჩემი მაგალითიც საკმარისია“, - წერს ქეთი ლობჟანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის მოგზაურობა საბერძნეთში გრძელდება - მომღერლის მეუღლე უახლეს კადრებს გვიზიარებს

ცნობილია ვინ იყო კაცი, რომელიც თევზაობის დროს დაიღუპა - „საშინელი ამბავია, გული მტკივა“

„ანკესით თევზაობდა და დენმა დაარტყა“ – უბედური შემთხვევა ბაღდათში